რეგიონი
ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლს შეუძენენ
მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, სახლს შეუძენს.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად, ოთხოზორიების 8 სულიან ოჯახს პირადად გააცნო.

აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

Print