რეგიონი
რაულ ხაჯიმბა მოსკოვში სამუშაო შეხვედრებს მართავს
მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადიმირ სურკოვს და უსაფრთხოების საბჭოს მდივანს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალურ - ეკონომიკურ სფეროში აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის საკითხები და 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამა განიხილეს.

დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში შემდგარი აფხაზურ - რუსული შეხვედრები რუსეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, თანაბარუფლებიანი, მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ემსახურება.


Print