რეგიონი
მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს ზუგდიდში
თბილისის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგო ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და თანამშრომლებთან ერთად მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

გასული წლის 13 ივნისს თბილისში სტიქია მდინარე ვერეს ადიდებამ და ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოწვია.

მთლიანდ დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი.
წყალდიდობის შედეგად მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო 23 წლის მარიამ ქუთელია.


Print