რეგიონი
აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის ახალი სახლები აშენდება
დე ფაქტო აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზების დისლოცირების ადგილებში 19 სახლს ააშენებენ, რომელშიც ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები განთავსდებიან. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გარდა ამისა, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 200 ადგილზე გათვლილი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.


Print