რეგიონი
მერმა კომბინატში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ქ.ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მიმდინარე ორი ინფრასტრუქტურული პროექტი - ჯანაშიას ქუჩაზე UEFA-ს მესამე კატეგორიის სტანდარტის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა და ამავე დასახლებაში მდებარე №12 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია გეგმიურად მიმდინარეობს .
Print