გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 40 დღე გავიდა (ვიდეო)
14:26 / 26.06.2016
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში გიგა
ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს
40 დღე გავიდა. მის საფლავთან ოჯახის წევრები, მეგობრები, ადგილობრივი
ხელისუფლებისა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და
მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მინისტრის სოზარ სუბარის
განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ
ოთხოზორიების ოჯახმა ღირსეულად იცხოვროს.
ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით
15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ
კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით
მოკლა.
აფხაზური გამოცემის, "სპუტნიკ აბხაზიას" ინფორმაციით,
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა
მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები