ახალი ამბები
წალენჯიხისა და სენაკის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
30 ივნისს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის
ტექნიკური სამსახურის მიერ გეგმიური სარემონტო სამუშაოების მიზნით, დილის 11 სთ-დან-17 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხის ცენტრის 198 აბონენტს (ქალაქი).

ასევე, პროფილაქტიკის მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „მენჯი“, რის გამოც სენაკის რაიონ სოფელ თეკლათის 580 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.
Print