რეგიონი
აფხაზეთში „უვიზო მიმოსვლის“ წესებზე იმსჯელეს
რაულ ხაჯიმბამ, სოხუმში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც „გარკვეული კატეგორიის უცხოელ მოქალაქეთათვის აფხაზეთში უვიზო მიმოსვლის“ საკითხები განიხილეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი შამბას განცხადებით, შესაბამისი „კანონი“, ძალაში აპრილში შევიდა და ის შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება: ექსკურსანტებზე, რომლებიც აფხაზეთში არა უმეტეს ერთი დღე-ღამის ვადით, ბელარუსის და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეებზე, რომლებიც, ტურისტული მიზნებით, არა უმეტეს ორი კვირის ვადით, უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც ავარიის ლიკვიდაციის, ან სხვა ტიპის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, არა უმეტეს ხუთი დღის ვადით შედიან აფხაზეთში, უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც გალის და ტყვარჩელის რაიონებში განლაგებულ ენერგო-ობიექტებზე სამუშაოებს აწარმოებენ.

თათბირის მონაწილეებმა აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირეს.




Print