რეგიონი
შამილ აძინბა: „ჩვენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა აფხაზური სიის შემცირებით ვართ დაინტერესებულები“
ერევანში ჩატარდა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა 1992-93 წწ. ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიებასთან დაკავშირებით. ის საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ეგიდით გაიმართა, ამის შესახებ დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობა ჩატარდა. მან აღნიშნა, რომ „ქართულ სიაში უგზო - უკვლოდ დაკარგული 2000 ადამიანი ირიცხება, ხოლო აფხაზურში – 177, თუმცა სია ივსება მოხალისეებით, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ. ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 37 ნეშთი“.

აძინბამ ხაზი გაუსვა, იმას, რომ აფხაზური მხარე შეწყვეტს კომისიის მუშაობას, იმ შემთხვევაში თუ, მომავალში ქართული მხარე, მხოლოდ დაღუპული ქართველების შესახებ წარმოადგენს ინფორმაციას. „მხოლოდ ქართველები ვეძებოთ და არ ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები - ასეთ ამოცანას ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ნამდვილად არ ისახავს.

ყველა აფხაზურ მიწაზე არიან და ინფორმაციას ქართველები ფლობენ... პირველ რიგში ჩვენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა აფხაზური სიიის შემცირებით ვართ დაინტერესებულები“, - თქვა აძინბამ.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრის დასასრულს, დაისახა სამომავალო გეგმები და მოინიშნა ადგილები, სადაც ნეშთების ეგსგუმაცია და შემდეგი იდენტიფიცირება განხორციელდება.

Print