რეგიონი
ჭუბერის მოსახლოება ჰესების მშენებლობას აპროტესტებს
ნენსკრაჰესისა და ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს ჭუბერის მოსახლოება.
ადგილობრივების თქმით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში სოფლის მოსახლეობას გადასახლება ემუქრება, რასაც არ დაუშვებენ. აქციაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრები და გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეკრებილების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ჰესების მშენებლობა სვანეთში არ დაიწყოს და აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მძიმე ტექნიკას ტერიტორიაზე მისვლის საშუალებასაც არ მისცემენ. 

"ვითხოვთ, როგორც ნენსკრაჰესის მშენებლობის პროცესის, ასევე სვანეთში ყველა ჰესების მშენებლობის დაგეგმვის შეჩერებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ცინდელიანმა.
Print