პოლიტიკა
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" კორცხელის ინციდენტზე
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უწოდებს.
დოკუმენტი ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა,რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა. განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის მოგვიანებით არასათანადო რეაგირება მომხდარზე. რამდენიმე დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, პირების რომლებიც ძალადობდნენ და ძალადობდნენ ყოველგვარი შენიღბვის გარეშე, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლების თვალწინ და მათი იდენტიფიცირება,მათი დაკავება ადგილზე არ მომხდარა. ხოლო მოგვიანებით, ჩვენ ინციდენტიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ვისმენდით სამართალდამრღვევ პირთა, მოძალადეთა გამამართლებელ განცხადებებს, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ყველანი ცდილობდნენ წარმოეჩინათ სიტუაცია, როგორც ორ პოლიტიკურ ძალას შორის მომხდარი გაუგებრობა,“- ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 22 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავები და ადგილობრივი მოსახლეობა დაშავდა.

Print