რეგიონი
რუსი ტურისტები აფხაზეთს ირჩევენ

აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის სასურველი უცხო ქვეყნების ათეულში მოხვდა,


ინფორმაციას ამის შესახებ ტურისტული საიტი „ტურსტატი“ ავრცელებს. ამ ჩამონათვალში ისეთი მიმართულებები შევიდა, როგორიცაა ფინეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ჩინეთი, უკრაინა, ტაილანდი, პოლონეთი, გერმანია და ლიტვა. სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აფხაზეთი დასასვენებლად წელს 632 ათასმა რუსმა ტურისტმა აირჩია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსული სტატისტიკური სამსახურის ცნობით, ქვეყნიდან გამსვლელი რუსი ტურისტების ნაკადმა 2016 წელს 9.5% - ით იკლო და 5,924 ათასის ნაცვლად, 5,361 ათასი ადამიანი შეადგინა.




 

Print