რეგიონი
აფხაზი ოპოზიციონერები შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ
დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკი რაულ ხაჯიმბას შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გათავისუფლებას ითხოვენ.

„შსს მინისტრის ანგარიშების ფონზე, რომლებშიც საუბარია დანაშაულის გახსნის უპრეცედენტო მაჩვენებელზე, იზრდება მძიმე და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულების რაოდენობა. ადამიანთა გატაცების ფაქტები, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. სხვაგვარად, როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რომ ეს ფაქტები შსს-ს მონაცემებშიც კი არ ხვდება“, - ნათქვამია მიმართვაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველი ორგანოებისგან ირინა დოჩიას ადგილსამყოფელის დადგენასა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოითხოვენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამა წლის 2 ივლისს, უცნობმა პირებმა „ედინაია აფხაზიას“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის უფროსი ირინა დოჩია გაიტაცეს.

Print