რეგიონი
სოხუმში ირინა დოჩიას გატაცების საქმეს იძიებენ
სოხუმის პროკურატურამ ირინა დოჩიას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამა წლის 2 ივლისს, უცნობმა პირებმა „ედინაია აფხაზიას“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის უფროსი, ირინა დოჩია საკუთარი სახლის სადარბაზოსთან გაიტაცეს.

ამ დროისთვის, დანაშაულის გახსნის მიზნით, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის გათავისუფლებას ითხოვდნენ.


Print