რეგიონი
სოხუმში რაულ ხაჯიმბას მომხრეებს ესროლეს
სოხუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც რაულ ხაჯიმბას მომხრეების ისხდნენ. შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა. დაზარალებულები საავდმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც 5 ივლისს, დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გადადგომის მოთხოვნით, აქცია გამართეს, შს სამინისტროს შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას შეეცადნენ.

ასაალებელი ნივთიერებით სავსე ბოთლი, რომელიც შენობას ესროლეს, სადარბაზოს შესასვლელთან გასკდა, სამრთალდამცავებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა და ლეონიდ ძაპშბას დროებით უფლებამოსილება შეუჩერა.

ოპოზიციის უკმაყოფილებას პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების საკითხთან დაკავშირებული რეფერენდუმისთვის მზადების პროცესი იწვევს.

ოპოზიციური ძალები რაულ ხაჯიმბას 10 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ და შს სამინისტროს ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ.

აფხაზური ოპოზიცია ითხოვს, რომ რეფერენდუმზე ხმის მიცემა ვადაგასული პასპორტებით და სპეციალური მოწმობებითაც გახდეს შესაძლებელი, გაიხსნას საარჩევნო უბნები რუსეთში და ოპოზიციურ ძალებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს. აქციის მონაწილეები რეფერენდუმის ოქტომბერში ან ნოემბერში გადატანას ითხოვენ.

Print