რეგიონი
გალში შერეული შეხვედრა დაიწყო

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა მიმდინარეობს.


ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე წუთის წინ გადაკვეთა ენგურის ხიდი,რომლის შემადგენლობაში შედიან: სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს თანამშრომელი და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გაეროს სპეციალური წარმომადგენელები. 

გალის შეხვედრები 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მიმდინარე წლის 27 მაისს აღდგა.

 

Print