რეგიონი
სოხუმში ორმხრივი სროლისას 19 ადამიანი დაშავდა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა სოხუმის რესპუბლიკურ საავდამყოფოში დაცვის სამსახურის დაჭრილი თანამშრომლები მოინახულა.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, სამართალდამცველებმა და „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ანზორ გოოვის განცხადებით, 5 ივლისს, ღამით, ქალაქის საავადმყოფოებს 19 - მა ადამიანმა მიმართა,ყველას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორის არიან დაჭრილებიც...“

რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციის გუშინდელ ქმედებებს ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ „არავის მიეცემა საშულება არსებული სიტუაციის გამწვავებისა“.

მისი თქმით, ოპოზიციის ქმედებები რეფერენდუმის წაშლისკენ არის მიმართული.

აფხაზური მედიის ინფორმაციით,5 ივლისს ღამის საათებში, სოხუმში ადგილი ჰქონდა ორმხირივ სროლას, რომელშიც დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. დაჭრილია - 4 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Print