რეგიონი
აბაშისწყალში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
მარტვილში, მაშველები მდინარეში დაკარგულ ორ ადამიანს ეძებენ.

გვიან ღამით 17 წლის მოზარდის ძებნის ოპერაციაში ჩართული ერთ-ერთი მოხალისე დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.

ამ ეტაპზე დგინდება ის პერიმეტრი, საიდანაც იგი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაცია მხოლოდ მდინარის ნაპირზე მიმდინარეობს. 

”მდინარე ადიდებულია და სამძებრო სამუშაოები გართულებულია, თუმცა ის მაინც გრძელდება. არც ერთი მათგანი - არც მყვინთავი და არც მოზარდი ჯერ ნაპოვნი არ არის”, - განუცხადა რადიო "ათინათს" მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ. 

16 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ 7 ივლისს დღის ბოლოს გადახტა.

შსს-ს ინფორმაციით მაშველები თბილისიდან და ბათუმიდანაც ჩავიდნენ.

Print