ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
15:03 / 08.07.2016
ზუგდიდში კომპანია "ბლექს სი რივერას" წარმომადგენლებმა განმუხურში
სასტუმრო
კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პრეზენტაცია გამართეს.
კომპანიის არქიტექტორებმა და ტექნიკურმა ჯგუფმა მუნიციპალუიტეტის
საკრებულოს წევრებს აღნიშნული გეგმა გააცნეს, რომელიც დეპუტატებმა
ერთხმად დაამტკიცეს.
საინვესტიციო პროექტის მიხედვით, ,,ბლექს სი რივერა" სასტუმრო
კომპლექსის ტერიტორიაზე ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ
მოედნებს და კაფე-ბარებს მოაწყობს. ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო,
ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი,
გამწვანებული ეზოთი.
"საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ, შესაძლოა იახტებითაც
მოხდეს ამ სასტუმროში მისვლა. შენობა ზღვის დინამიკის შესაბამისია", -
აღნიშნა შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა.
საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას თქმით, სასტუმროს მშენებლობა
აგვისტოში დაიწყება და მისი მშენებლობა 2 წელში უნდა დასრულდეს.
მისივე ცნობით, მშენებლობაზე 2 000 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივები
დასაქმდებიან, ხოლო მისი დასრულების შემდეგ სასტუმროში 300-მდე
მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მასალის გამოყენების პირობები