Error
რეგიონი
გალის რაიონ სოფელ ოტობაიაში ახალი ამბულატორია გაიხსნა
გალის რაიონ სოფელ ოტობაიაში სამედიცინო ამბულტორია აღადგინეს. ის დაბალი ზონის 5 სოფელს მოემსახურება, აქვე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იმუშავებს. სამედიცინო დაწესებულების რეკონსტრუქცია  გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში განხორციელდა . ორსართულიან  შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის კოორდინატორებმა ( UNDP)  ორგტექნიკითა და კაბინეტების გასათბობი რადიატორებით აღჭურვეს ამბულატორია, რომელშიც ამჟამად ყველა პირობაა შექმნილი სტომატოლოგის და თერაპევტის მუშაობისთვის.  ასევე ამოქმედდა სააფთიაქო კიოსკი, მცირე ქირურგიული  და ბავშვთა ვაქცინაციის პროფილაქტიკური კაბინეტები . ადგლობრვ მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს მომავალში  ამბულატორიიდან რამდენიმე მეტრში განლაგებული სტაციონარის აღდგენაც მოხდება. სოფლის სამედიცინო ცენტრი კვიპაროსების ხეივანში მდებარეობს,  წერს ინტერნეტ გამოცემა „Наша Абхазия“. http://abkhazeti.info/abkhazia/2013/1369265089.php  
Print