რეგიონი
ზუგდიდში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. მან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაცია მიიღო. ადმინისტრაციის ცნობით, ამჟამად ექვსივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს. არცერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის, იქ სადაც ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა დაანგრიეს, დროებითი გადასასვლელები მოეწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელებში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისთვის შეტანილ იქნა ინერტული მასალა, კონკრეტულად კურზუში 120 კუბური მეტრი, ტალერში 70 კუბური მეტრი, გაჭედილში 70 კუბური მეტრი, ქალაქ მარტვილის გარეუბნებში 90 კუბური მეტრი, ხოლო სოფელ თამაკონში- 20კუბური მეტრი. უკვე მომზადებულია 2 ხიდისა და 1 სახიდე გადასასვლელის დეფექტური აქტები, შესაბამისი წერილი გაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში აღდგენილია წაქცეული ელექტროენერგიის ბოძები და შესაბამისად აღდგენილია დენის მიწოდებაც.

სენაკის მუნიციალიტეტში ზარალის დამდგენმა კომისიამ დაამთავრა დეფექტური აქტების შედგენა, შესაბამისად დღის ბოლომდე გაიგზავნება შესაბამისი წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

აბაშის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობს ზარალის დამდგენი კომისია. აბაშაში სიმინდის, საზამთროს და სოიოს სავარგულები 1000 ჰექტარზე დაიტბორა.

მესტიის მუნიციალიტეტში ზარალის დამდგენმა კომისიამ დაამთავრა დეფექტური აქტების შედგენა, შესაბამისად დღის ბოლომდე გაიგზავნება შესაბამისი წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სოფელ ნაკრაში 14 და 18 მეტრი სიგრძის 2 ხის ხიდი წაიღო ადიდებულმა მდინარემ, რის შედეგად 7 კომლი იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს. აქ გაკეთდა დროებითი გადასასვლელი.

ადგილზე მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ნენსკრა-ჰესის“ კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.

ზუგდიდის მუნიციალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს კი სპეციალური კომისია სწავლობს.

Print