რეგიონი
ადგურ არძინბა: რეფერენდუმზე დიდი თანხა დაიხარჯა, ხოლო შედეგი-ნულოვანია
დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ 10 ივლისს გამართული რეფერენდუმი,უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა, მასზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა.

„ზოგიერთ სოფელს ამ ოდენობის წლიური ბიუჯეტიც კი არა აქვს, ვფიქრობ, რომ პერპსექტივაში ეს კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი პოლიტიკოსებისთვის. უფრო რაციოანალურად უნდა მივუდგეთ სახვდასხვა ტიპის ინიციატივებს“კითხვაზე, თუ საიდან გამოიყო რეფერენდუმის დასაფინანსებლად თანხა, მან უპასუხა „ყველაფერი, რასაც რეზერვს ეძახით - ბიუჯეტია, გადასახადის გადამხდელების ფულია. სხვა ფულის სახელმწიფოს არ გააჩნია...ამიტომ, ჩვენს პიროებებში, როდესაც ფულის რაოდენობა შეზღუდული. მით უმეტეს, უფრო მეტი ეკონომია უნდა გავწიოთ“, - თქვა არძინბამ.
Print