რეგიონი
„ინოვაციების დღეები" ზუგდიდში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეებს ატარებს. პირველი ქალაქი, სადაც ინოვაციის დღეები მოეწყო ზუგდიდია.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელობამ ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნეს სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგინეს საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. შეხვედრაზე მართვის აკადემიის წარმომადგენლებმა სამოტივაციო და ინფორმაციული ლექცია ჩაატარებს მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ.

სააგენტოს პროგრამის ბიზნეს ინკუბატორის გუნდის წევრებმა საკუთარი სტარტაპის გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარეს. შეხვედრაზე სამოტივაციო პრეზენტაციით წარსდგნენ წარმატებული დამწყები ბიზნესმენი, რომლებმაც საკუთარ გამოგონებასა და იდეის რეალიზებაზე ისაუბრებს.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. მან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი ქაშიბაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უკვე გადაეცა ტექნოპარკს და იქ უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე იქნება.

რუხის სავაჭრო ცენტრში "სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
Print