რეგიონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო "ენმ" პროტესტს ეხმაურება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პროტესტს გამოეხმაურა. მათ განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ.

"2015 წლის ნოემბერში, ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი შენობა. ე.წ. ,,დაკონსერვებული’’ შენობის გასარემონტებლად საჭიროა დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სამინისტრომ განსაზღვრა რა პრიორიტეტები, მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ გაეძლიერებინა სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მთელი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, 4,833,906.00 ლარი, იმაზე ნაკლები თანხა, რომელიც სჭირდებოდა აღნიშნული შენობის გარემონტებას,ხმარდება 14 დანაყოფის რეაბილიტაციას სხვადასხვა რეგიონებში და 2 ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის აშენებას დაბა სტეფანწმინდასა და დაბა ჩაქვში."

საგანგებო სიტუაციების სამსახურის შენობის მშენებლობის შეჩერება ზუგდიდში „ენმ“-მა 19 ივლისს გააპროტესტა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეჩერებული მშენებლობა გააპროტესტა (ვიდეო)
Print