რეგიონი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდება
აბიტურიენტები ბოლო საგამოცდო დღეს ფიზიკის გამოცდას ჩააბარებენ. ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„აბიტურიენტები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ. დარეგისტრირებული იყო სულ 13, აქედან ერთი არ გამოცხადდა“,-აღნიშნა მან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო, სადაც 38 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.


Print