რეგიონი
აფხაზეთში წაბლის ხეებს განადგურება ემუქრებათ
აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი მავნებელი (Dryocosmus kuriphilus Yas.) გავრცელდა, რომელიც წაბლის ხეებს აზიანებს. ამის შესახებ აფხაზეთის ეკოლოგიის ისტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა განაცხადა.მისი თქმით, გაგრის სატყეო სამმართველოს ცნობით, მავნებელი უკვე ხეებზე ფიქსირდება.

აფხაზი ეკოლოგის ინფორმაციით, ის სოჭის ეროვნული პარკიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე აქტიურად გადაადგილდება და შესაძლოა, მოკლე ხანში, პროცესმა მასიური ხასიათი მიიღოს.  “მავნებელთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან წაბლის ხეები ძირითადად მთიან რაიონებშია გავრცელებული. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება ვიქონიოთ, მათი ბუნებრივი მტრებია - მტაცებლების, პარაზიტებისა და დაავადებების სახით, რომლებიც მას აქტიური განვითარების შესაძლებლობას არ მისცემენ“ - განმარტა მან.






Print