რეგიონი
თავდასხმა საფრანგეთში: ეკლესიაში მძევლები აიყვანეს
საფრანგეთის ნორმანდიის ოლქში, სენტ-ეტიენ-დიუ-რუვრეს ეკლესიაში, ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. „ბი ბი სი“ - ს ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელი “განეიტრალებულია“, თუმცა, ჯერჯერობით, გაურკვეველია, საუბარი მათ ლიკვიდაციას ეხება თუ დაკავებას.

ადგილობრივი სატელევიზიო არხის BFM- ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილების გარდა, დაღუპულია ერთი მძევალი. წინასწარი მონაცემებით, ის - სასულიერო პირია.

ჟურნალისტების ცნობით, თავდამსხმელებმა ეკელსიაში უკანა შესასვლელიდან შეაღწიეს და მძევლად ოთხიდან ექვსამდე ადამიანი აიყვანეს. მათ შორის აღმოჩნდა მღვდელი და რამდენიმე ადამიანი მრევლიდან. ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.

Print