რეგიონი
სოხუმი: პრემიერ - მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა თანამდებობები დატოვეს
დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ- მინისტრმა თანამდებობა დატოვა. არტურ მიქვაბიას განცხადება დაკავებული პოსტის დატოვების შესახებ რაულ ხაჯიმბამ დააკმაყოფილა.

ამავე ბრძანებით, „პრემიერ - მინისტრის“ მოვალეობას, დროებით, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე- პრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, „მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება ახალი კაბინეტის ფორმირების შემდეგ შეუწყდება“.

გარდა ამისა, რაულ ხაჯიმბამ „პარლამენტში“ შეიტანა განცხადება, გენერალური პროკურორის ალექსეი ლომიას გათავისუფლების შესახებ.

ეს უკანასკნელიც, საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას. „დეპუტატები“ აღნიშნულ საკითხს დღეს განიხილავენ.

იმ შემთხვევაში, თუ ისინი გენერალური პროკურორის გადადგომას დაუჭერენ მხარს, მის მოვალეობას დროებით, ერთ - ერთი მოადგილე შეასრულებს.


Print