რეგიონი
ჭუბერში დაკარგული გოგონები იპოვეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ორი დღის წინ გაუჩინარებული ორი მოზარდი გოგონა ქობულეთში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია რადიო "ათინათს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკარგული ახალგაზრდები დღეს დილით სამართალდამცველებმა ნახეს. ისინი თავს კარგად გრძნობენ.



Print