რეგიონი
სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი მაგისტრალი ანაკლიამდე მივა

საქართველოს მთავრობა სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობას განიხილავს, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის ჩათვლით.

ახალი გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისთვის ინტერესთან გამოხატვა უკვე გამოცხადებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დავალება შედგება ორი თანმიმდევრული, თუმცა დამოუკიდებელი ეტაპებისგან. მეორე ეტაპის განხორციელების გადაწყვეტილება პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად იქნება მიღებული.

მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ანაკლიის პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო მაგისტრალის აშენებაც.

არსებული გათვლებით, საქართველოს მთავრობა დამატებით 110 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სარკინიგზო და საგზაო კომუნიკაციების განვითარებაში.

 

Print