რეგიონი
ზუგდიდში ასოციაცია "ქსენონმა" მრგვალი მაგიდა გამართა (ვიდეო)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონმა“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყანასა და რეგიონში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან მიმართებაში არსებული ვითარება განიხილეს.

მრგვალი მაგიდის წევრებმა ასევე, ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების აუცილებლობასა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე იმსჯელეს. ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანლის ნინო ჯანაშიას თქმით, C ჰეპატიტის დღესთან დაკავშირებით ასოციაციამ ორდღიანი კამპანია გამართა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა უფასო სკრინინგი ქალაქ ზუგდიდსა და სოფელ კახათში.

„დღევანდელი მრგავლი მაგიდა ამ კამპანიის ნაწილია. განხილულ იქნა ის სერვისები, რომელიც შეეთავაზება ჰეპატიტის მქონე ადამიანს. მოწვეულ აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია იმ ახალი პროგრამის შესახებ,რასაც ასოციაცია "ქსენონი" შესთავაზებს მის ბენეფიციარებს“

სექტემბრის თვიდან "ქსენონი" პაციენტთა თანადგომის ახალ პროგრამას დაიწყებს, რომელიც დონორი ორგანიზაციის "მსოფლიო ექიმები- საფრანგეთი" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

შეხვედრას მედიკოსები, სამთავრობო და არა სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print