რეგიონი
აფხაზეთში სასტუმროების მეპატრონეებს ელექტროენერგიაზე გადასახადი გაეზრდებათ
სასტუმროების მფლობელები, რომლებიც 20 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, 40 კაპიკის ნაცვლად, 85 კაპიკს გადაიხდიან.

აღნიშნულ ინიციატივას თვითაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი, რაც ელექტორენერგიის მოხმარების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას თქმით, გაგრის და გუდაუთის რაიონებში უკვე შეუძლებელია ახალი ობიექტების ჩართვა, და აუცილებელია ყველა ზომების მიღება,რათა აღიკვეთოს ელექტროენერგიის არარაციონალური მოხმარება.


Print