რეგიონი
სოხუმში გალის შეხვედრას გამოეხმაურნენ
აფხაზური მხარე, 2 აგვისტოს, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ 38-ე შეხვედრას გამოემხაურა.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, შეხვედრაზე გაგრძელდა მთელი რიგი საკითხების განხილვა. მათ შორის, სოფელ ხურჩაში, 19 მაისს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ასევე 2007 წლის 3 თებერვალს, გალის რაიონის „საარჩევნო კომისიის“ ხელმძღვანელის დავით სიგუას გატაცება, 2008 წლის 22 ოქტომბერს „აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს“ სამხედრო მოსამსახურის ედუარდ ემინაძის მკვლელობა. ამავე ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ, ხანგრძლივი დროის შემდეგ, გალის შეხვედრების შეწყვეტის გამო, ისევ დასვა 2011 წლის 29 დეკემბერს მოკლული ვალმერ ბუთბას და თამაზ კვეკვესკირის მკვლელობის საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ენგურის ხიდზე გადაადგილების ამჟამინდელ პირობებს.

მხარეები ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

მორიგი შეხვედრა გალში 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე:

გალის შეხვედრის შემდეგ ინციდენტი ენგურის ხიდზე (ვიდეო)
Print