რეგიონი
ზუგდიდში თაღლითობისთის ორი ქალი დააკავეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა მაია ბ. და  ნანა შ. თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. შშს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის საცხოვრებელი ფართის მიღება. ბინის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დევნილ პირს 2000 აშშ დოლარი თაღლითურად გამოძალეს.

სამართალდამცველებმა ისინი თანხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მაია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

Print