რეგიონი
სოხუმის ქუჩები დაიტბორა - მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები
წუხელ ღამით მოვარდნილი ქარიშხლის გამო, სოხუმის ქუჩები დაიტბორა. ამ დროისათვის, სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად შექმნილი საგანგებო შტაბი, სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას ცდილობს.

ამ დროისათვის,ქალაქში ტროლეიბუსების ნაცვლად, შეცვლილი მარშრუტით, ავტობუსები მოძრაობენ.

სოხუმის ადმინისტრაცია ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს მიმართავს, სამუშაოების დასრულებამდე თავი შეიკავონ საკუთარ ავტომობილებით გადაადგილებისგან. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ქარიშხლის ჩაცხრობის შემდეგ, მთელს ქალაქში, კომუნალური და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.

დატბორილია სოფელ ქვემო ეშერასთან მდებარე კოლექტორები. ადიდებულია მდინარეები. ყველაზე მეტად ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაზარალდა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.ავარიულ რეჟიმში მიმდინარეობს ელქტრო და წყალმომარაგების სისტემების აღდგენა.





Print