რეგიონი
ახალი სასტუმრო საკურორტო ზონაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში ახლადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო "თეთრი სახლი" დაათვალიერა. სასტუმროს მეპატრონის, მერაბ ჩხოლარიას განმარტებით, საოჯახო ტიპის სასტუმროს მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fest-მა ჩაუსახა, რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.

2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.
Print