რეგიონი
"ენმ"-მ ენგურის ხიდთთან მდუმარე აქცია გამართა (ვიდეო)
2008 წლის აგვისტოს ომიდან რვა წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს.

აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, მათივე განცხადებით საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
Print