რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადადგა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა დღეს დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო"ათინათს" გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ დაუდასტურა.

ყოფილი გამგებელი მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. იგი ზუგდიდში 23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

Print