რეგიონი
სოხუმის ქუჩების დასუფთავებაში საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ჩაერთვება
სოხუმის ქუჩების მოწესრიგებაში საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ, დე ფაქტო რესპუბლიკის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ განაცხადა. 

3-4 აგვისტოს მოსული კოკისპირული წვიმებისა და მდინარეების ადიდების შედეგად, ქალაქის ქუჩებში ჭუჭყი, ნარჩენები და საყოფაცხოვრებო
ნაგავი დაგროვდა, რომელსაც კომუნალური სამსახური ვერ უმკლავდება.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 9 სახანძრო და 10 სარეზერვო მანქანა განმოყო. ასევე, ჩაერთვებიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურეები», - აღნიშნა კვიცინიამ. მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოების დასრულება ორ დღეში იგეგმება.


Print