რეგიონი
ამერიკელი რესპუბლიკელები ტრამპისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითხოვენ
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის 70- მა გავლენიანმა წევრმა, ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდეს, უარი თქვას დონალდ ტრამპის ფინანსურ მხარდაჭერაზე. მიმართვის ავტორები ყურადღებას მის "საკამათო გამონათქვამებზე, უგუნურებაზე, არაკომპეტენტურობაზე, პოპულარობის რეკორდულ ვარდნაზე ამახვილებენ. გარდა ამისა, ხელმომწერები, პარტიას კონგრესის კანდიდატების მხარდაჭერაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებენ."

"ბი ბი სი"- ს ცნობით, თავად ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რაინს პრიბასმა ტრამპი გააფრთხილა, რომ თუ ის არ შეცვლის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, მას შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა შეუწყდეს. თავის მხრივ, მილიარდელმა აღნიშნა, რომ მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია.




Print