რეგიონი
აფხაზეთში რუსეთის დუმის საარჩევნო უბნები გაიხსნება
2016 წლის 18 სექტემბერს დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერალური საკრებულოს სახელწიფო სათათბიროს მე - 7 მოწვევის დეპუტატების არჩევნები გაიმართება. განცხადებას ამის შესახებ "აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩო" ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთში მუდმივად ან დროებით ცხოვრობენ, 9 საარჩევნო უბანი - სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, დაბა ბამბორაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში გაიხსნება. 
Print