რეგიონი
ყაჩაღური თავდასხმა სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრებლებზე
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოფლების მუხურისა და ოქუმის საზღვარზე,"გაზელის" ტიპის ავტომობილის ორ მგზავრზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა.

ორმა დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა, მანქანაში მყოფ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მცხოვრებლებს, მუქარით 407000 რუბლი გამოსძალა და მიიმალა.  

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Print