რეგიონი
ნესტან ფიფიას წიგნის პრეზენტაცია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, გამომცემლობა ,,ინტელექტის'' მხარდაჭერით, ნესტან ფიფიას მონოგრაფიის ,,ძენი დაბნეულნის'' წარდგენა მოხდა. ეს მონოგრაფია ფილოლოგის სადოქტორო ნაშრომია, სადაც სხვადასხვა ასპექტით განხილულია ოთარ ჩხეიძის ტრილოგია _ „არტისტული გადატრიალება“, „ბერმუდის სამკუთხედი“, „თეთრი დათვი“, თუმცა გათვალისწინებულია მისი რომანების მთელი ციკლის („მატიანე ქართლისა“) კონტექსტი.

,,ძენი დაბნეულნი ოთარ ჩხეიძის მიერ შემდეგნაირად არის განმარტებული: ძენი დაბნეულნი არიან ისინი, ვისაც ერი არ უღირთ და მხოლოდ სარგებელი უღირთ,’’- აღნიშნა ფიფიამ.

ავტორმა სიღრმისეულად და დეტალურად გაანალიზა ოთარ ჩხეიძის პროზა.

,,ნესტან ფიფიას მონოგრაფია ეხება ყველაზე გამორჩეული ეტაპის რომანებს, მეოცე საუკუნის 90იანი წლების შესახებ დაწერილ ტრილოგიას, ეს პერიოდი ძალიან ტრაგიკულია და საინტერესოც ლიტერატორებისთვის. ნესტან ფიფიას ,,ძენი დაბნეულნი’’ კარგად აანალიზებს და იკვლევს ოთარ ჩზეიძის ამ ტრილოგიას,’’- განაცხადა გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კავრაცხელიამ.


წიგნში წარმოჩენილია არა მხოლოდ ოთარ ჩხეიძის შემოქმედება, არამედ მისი როგორც მწერლის მოქალაქეობრივი პოზიცია როგორც სალიტერატურო, ისე დღევანდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

Print