რეგიონი
გუბერნიის ადმინისტრაცია: ლიანა ისაკაძის კონცერზტე დასწრება თავისუფალი იქნება
30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები" გაიმართება. წელს პირველად ფესტივალი სლოგანით "ყველაზე ახლოს აფხაზეთთან" ჩატარდება.

"იქნება მოსაწვევები მთელი რეგიონის მასშტაბით მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. ასევე, ვისაც სურს მოუსმინოს გამოვნებიან მუსიკას, ვეპატიჟებით ყველას. ძალიან ლამაზი საღამო გველოდება, გელოდებით ყველას", - უთხრა რადიო "ათინათს" გუბერნიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოწვეულ ადამიანებს შეუძლიათ, პაატა ლაგვილავა მცდარ ინფორმაციას უწოდებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონცერტზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ცნობისთვის, გუბერნიის კულტურის საკითხების კურატორის, ლალი ჯანჯღავას ინტერვიუ ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესმა" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.
მასალაში ნათქვამი იყო, რომ კონცერტს რიგითი მსმენელები ვერ დაესწრებიან.

"კონცერტი გაიმართება ანაკლიის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 250 ადამიანი ეტევა. მე ვარ კულტურის კურატორი რეგიონში და ვიცი ის საჭირო ადამიანები, რომლებიც უნდა დაესწრონ კონცერტს", - ვკითხულობთ "ლაივპრესის" მასალაში.

"ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, სწორედ აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, ფესტივალის აღდგენა 2009 წელს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. 2015 წლიდან მას უკვე "ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი" ეწოდა.

ღონისძიების ინიციატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინსტრაციაა.

ამავე თემაზე:

"ღამის სერენადები" - ანაკლია ლიანა ისაკაძეს უმასპინძლებს

Print