რეგიონი
ოჩამჩირეში სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზა შეკეთდა
ოჩამჩირის სანაპირო ზოლის გასწვრივ განლაგებულ გზაზე ასლფატი დაიგო. გზის რეკონსტრუქცია 8 აგვისტოს დაიწყო.
გარდა ამისა, შეკეთდა ბორდიურები და საფეხმავალო ბილიკები მოეწყო. ოჩამჩირის "ადმინისტრაციის" დაკვეთით, შესაბამისი სამუშაოები კომპანიამ "აბხაზრეგიონსტროი" შეასრულა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის რეკონსტრუქციის განსახორციელებლად 3 323 505 რუბლი დაიხარჯა, თანხა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან გამოიყო.



Print