სპორტი
„ზაფხულის ფესტივალი“ ანაკლიაში (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" და ახალგაზრდული ცენტრი PITA-ს ორგანიზებით ანაკლიაში სპორტულ-გასართობი ფესტივალი გაიმართა.
შეჯიბრებებში მონაწილეობა 15- 25 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს.

ისინი ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში ფეხბურთი, კალათბურთი, ტენისი და ველორბოლა შეეჯიბრნენ.

გამარჯვებულები მედლებით, თასებით და სხვადასხვა ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა არის.მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს. 

სამეგრელოში პროექტს ასოციაცია "ათინათი" ახორციელებს.
Print