რეგიონი
მესტიაში დაკარგული ტურისტები იპოვეს
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სვანეთში, თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

"სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა", - აცხადებენ სამინისტროში.

შსს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.

Print