რეგიონი
კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები სურამიდან ჩამოვიდნენ (ვიდეო)
აფხაზეთსა და ზუგდიდის რაიონის კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები თხუთმეტი ბავშვი სურამიდან დღეს ჩამოვიდა. მათ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ სოციალური სამსახურის უფროსი გოგი რევია და ასოციაცია „იმედი- დევნილ ქალთა მოძრაობა" ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა დახვდნენ. მოზარდები კურორტზე 10 დღის განმავლობაში მშობლებისა და პედიატრის თანხლებით იმყოფებოდნენ.

ასოციაციის  პროექტში, რომელიც გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ის ბავშვები მოხვდნენ, რომლებსაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ.

აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6000 ლარით დაფინანსდა.

ზუგდიდის ბიუჯეტში არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს პროექტებს განახორციელებენ, 60 ათასი ლარია გათვალისწინებული.

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.

Print