რეგიონი
საიაში ზუგდიდის საჯარო სკოლების მდგომარეობაზე იმსჯელეს (ვიდეო)
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეფექტური თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში რეგიონში არსებული სკოლები დაათვალიერეს.

მონიტორინგის შედეგად სკოლებში არსებული პრობლემები გამოავლინეს. საიას ოფისის თანამშრომელ მარიამ გოროზიას თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მწვავე და მრავალფეროვანია.

"შენობები არის ამორტიზირებული და აწვიმს. რამდენიმე სოფელში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ისეთი პრობლემები წარმოიშვა, როგორებიცაა, გათბობის საკითხი, ფსიქოლოგისა და ექიმის არყოფნა.“

სკოლებში არსებულ პრობლემებზე, ბიბლიოთეკის, ინტერნეტის, კვების ბლოკისა და სპორტული დარბაზის უქონლობაზე ისაუბრეს ოქტომბერის, კიროვისა და ნაწულუკუს სკოლის წარმომადგენლებმა. 


Print