რეგიონი
ხაჯიმბამ ე.წ. სახელმწიფო კომიტეტების ხელმძღვანელები დანიშნა
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო კომიტეტების თავმჯდომარეების დანიშვნის შესახებ.  ქონების მართვის და პრივატიზაციის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტს ვახტანგ ფიფია უხელმძღვანელებს, ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტს - ალიას ავიძბა, ხოლო ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტს - ბაგრატ ხუტაბა.



Print